მე ვარ სალომე ხარებავა. ვსწავლობ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის XI კლასსში. სახელი სალომე დედამ დამარქვა. ჩემს საგვარეულოში „სალომე“ მხოლოდ მე მქვია. მამას დიანას დარქმევა სურდა, თუმცა დედამ გადააფიქრებინა. როდესაც ამ პროექტში ჩავერთე, თავიდანვე ვიცოდი, რომ აუცილებლად დავწერდი ჩემი ქალაქის ძველ კოლორიტზე - სალომე დადიანზე, თუმცა პროექტზე მუშაობისას სახელი „სალომეს“ მატარებელ ბევრ ცნობილ ადამიანს გადავაწყდი.
მაშ ასე, სალომე და სალომეები!
სალომე ძველი ებრაული სახელია და ქართულად „მშვიდობას“ ნიშნავს.
სალომე უჯარმელი
ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლის, სომეხთა მეფის თრდატის (287-330წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმ. ნინოს ცხოვრება: „რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისასა ცოლად, რომელსა ერქუა რევ“ ( ქართლის ცხოვრება“ Iთ70).
სალომე ქართველი
სასულიერო ცხოვრებიდან კი ცნობილია სპარსთაგან წამებული წმ. სალომე ქართველი (XIIIს). წმ. სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაი სალომე ქართველისაი, რომელი პირველ შესცდა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამის შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებად ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლსა მიერ სრულ იქმნა წამებაი მისი“.
როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმ. ლუკა იერუსალიმელის (+1127, ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.
სალომე დადიანი
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილია სამეგრელოს მთავრის შვილი სალომე დადიანი, რომელმას საფრანგეთში ყოფნის პერიოდში იქორწინა ნეაპოლის მეფის იოხიმ მიურატის შვილიშვილზე აშილ მიურატზე, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილი იყო.
აშილ მიურატისა და სალომეს ჯვრისწერას პარიზში ტიულერის სასახლის ეკლესიაში დასწრებიან იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი.
1873 წელს მიურატები საქართველოში გადმოსახლდნენ. სალომე „პრინცესა სალომე მიურატად“ იწოდებოდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიურატები საქართველოში დამკვიდრდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სოფელი სალომეს ერგო, უმთავრესად კი მდინარე ტეხურის მარცხენა ნაწილი, რომლის ცენტრიც სალხინო იყო.
სწორედ სალომე დადიანთან არის დაკავშირებული , რომ ზუგიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ აქ ინახება მიურატების მიერ საქართველოში ჩამოტანილი საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი და სხვა პირადი ნივთები. ის ისტორიული ფასეულობები, რომლის მფლობელობასაც ინატრებდა მსოფლიოს სხვა ბევრი განთქმული მუზეუმი.
სალომე დადიანის დამსახურებაა, რომ ზუგდიდის მაზრის სამღვდელოებას მიეცა უფლება გაეხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლო დაწესებულება და მას სამი წლის ვადით დაუთმო ერთ-ერთი თავისი სახლი.
ეს ფაქტები კარგად გვიხასიათებენ პრინცესა სალომეს . მის ადამიანურ, დადებით მხარეებს წარმოგვიჩენენ.
მართლაც, რომ ბედის ირონიაა, რომ სალომეს მეუღლემ აშილმა , რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დაიკრძალა სოფ. ჭკადუაშში, ხოლო სალომე დადიანი 1913 წლის 10 ივლისს მძიმე ავადმყოფობით საფრანგეთში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა.
სალომე ზურაბიშვილი
თანამედროვეობაში ცნობილ სალომეთაგან გამოვარჩევდი სალომე ლევანის ასულ ზურაბიშვილს. იგი დაიბადა 1952 წელს ქალაქ პარიზში. იგი ცნობილი დიპლომატია. მუშაობდა რომში საპრანგეთის ელჩის მე-3 მდივნად, ასევე იყო გაეროში საფრანგეთის მისიის მე-2 მდივანი, პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის ხელმძღვანელი. იყო ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის I მდივანი. 1996 წლამდე მუშაობდა ბრიუსელში ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველ მდივნად.
2004 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და 20 მარტს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.
არის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი.
როგორც ვხედავთ, სალომე სახელის მქონე ადამიანები იყვნენ და არიან წარმატებული პიროვნებები. აი, ეს არის ცნობები საუკუნეების მანძილზე დაუვიწყარი სალომე დადიანისა, ქრისტესათვის წამებული წმ. სალომე -ქართველისა და უაღრესად განათლებული პოპულარული ქალბატონის - სალომე ზურაბიშვილი.
ხატია
მე ვარ, ხატია ლაღიძე, ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.
ხატია- ქართული სახელია და ნიშნავს “დახატულს” ანუ ძალიან ლამაზს. შედარებულია გამონათქვამთან - კალმით ნახატი.ხატია დედამ დამარქვა. დამაინტერესა, თუ რამტომ დამარქვა. აღმოჩნდა, რომ მას უბრალოდ ძალიან მოსწონდა ეს სახელი და იმ პერიოდში ძალიან იშვიათიც იყოდა გადაწყვიტა მე ვყოფილიყავი "ხატიას" მატარებელი.
როდესაც ამ პროექტში ჩავერთე და მასალების მოძიება დავიწყე, სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი ვიპოვე. დიდი ცდის მიუხედავად ცნობილი და მნიშვნელოვან “ხატია” სახელის მატარებელ პირს ვერ მივაგენი. მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს” ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელია ხატია, რომელსაც ყველა უყვარდა და რომელიც ყველას უყვარდა. დილაობით გამარჯობის თქმით ეგებებოდა ხალხს და სახეში არავის უცქერდა. უღიმოდა ყველას და ყველაფერს, უთქმელად უგებდა ყველას სიხარულსაც და მწუხარებასაც. ყველას თავისიანად მიაჩნდა და ყველა ჭკუის დარიგებას სთხოვდა თითისტოლა და დედაკაცივით ბრძენ გოგონას. ბრმა იყო ეს ანგელოზივით ნაზი, უცოდველი გოგონა. სიძნელეებს, რომელიც ბუნებრივია მისი ცხოვრების გზაზე ბლომად იყო, სოსოიასთან ხელჩაკიდებული ებრძოდა. ეგონა რომ მზეს ხედავდა და ცხოვრობდა იმ იმედით, რომ ოდესმე ყველაფერს ნახავდა.
სულ ეს შევძელი, მომეპოვებინა ცნობები საკუთარ სახელზე. ერთი კია - ჩემი სახელი თვით საქართველოს ჰიმნში ჟღერს. ხომ გახსოვთ?!
“ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა.”